იუსტიციის მინისტრის განცხადება და პოლიტიკური შეფასებები

19 ივლისი 2023, 15:01 755 ნახვა

,,კანდიდატის სტატუსი შეიძლება იმერულ ეზოსაც შევადაროთ, სადაც ჭიშკრიდან სახლი მოშორებითაა, მასპინძელმა უნდა დაადასტუროს მიღების მზაობა“ - ასე წარმოუდგენია იუსტიციის მინისტრს  საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და  გზა, რომელიც  რატი ბრეგაძის თქმით, საკმაოდ გრძელია.

ამასთან დარწმუნებულია, რომ  ევროპული ოჯახის კარი საქართველოსთვის აუცილებლად გაიღება. კანდიდატის სტატუსის მიღების ამდაგვარი შეფასება ოპოზიციის ნაწილისთვის დამაკნინებელი და დამაზიანებელია ქვეყნისთვის, მმართველ გუნდში კი იუსტიციის მინისტრის განცხადება დღეს დამატებით ახსნეს და განმარტეს.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში