აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემებით, საზოგადოებამ ნახა, როგორ მტრობენ სიმულიანტი სააკაშვილი და მისი ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს - პრემიერი

19 ივლისი 2023, 18:40 664 ნახვა

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, სიმულიანტი კაცი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას და მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

"რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, ჩვენმა საზოგადოებამ ნახა მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ მტრობს სააკაშვილის ოჯახი ჩვენს სახელმწიფოს, არამარტო სააკაშვილის ოჯახი და რა თქმა უნდა, პირადად სიმულიანტი სააკაშვილი მისგან მოდის ეს ყველაფერი, ამ პროცესში ჩართული არიან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ძალები, როგორც დამნაშავე სააკაშვილის ოჯახის წევრები მათი ლობისტები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დაინტერესებული არიან, რომ ჩვენ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება, მათი ინტერესი არის, რომ ეს მშვიდობა და ყველაფერი დასრულდეს, აქ იყოს ომი, ნგრევა, უბედურება ისეთი, რაც ხდება ახლა უკრაინაში, ეს არის რეალური მიზეზი. ამის თავი და თავი არის სიმულიანტი სააკაშვილის ოჯახი. მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს იყო სამარცხვინო კამპანია, რომელშიც ჩართული იყვნენ მათ მიერ მოსყიდული, კორუმპირებული, ზოგიერთ პოლიტიკოსი და სამწუხაროდ, მათ შორის ევროპელებიც. სიმართლე არის ერთი, ამ სამარცხვინო კამპანიას წერტილი დაუსვა სტრასბურგის სასამართლომ.

 

რა შეიძლება იყოს იმაზე სამარცხვინო, როცა ყოფილი პრეზიდენტი, ცხრა წელი რომ მართავდა ქვეყანას, ეს სიმულიანტი კაცი, მისი ოჯახი იხდის მილიონებს, რათა ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი, რეპუტაცია დაზიანდეს, სახელმწიფოს და არა მმართველი პარტიის, ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ჩვენ სახელმწიფოს მიზანმიმართულად ებრძვის, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ეს ყველაფერი არის ამ კამპანიის გაგრძელება, ცნობილი გვარები, რომლებიც ყოველდღიურად აკეთებს კომენტარებს ისინი არიან ჩართული ამ კამპანიაში და ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მტრული კამპანია, ამას სახელი უნდა დაერქვას. მინდა, ერთი ვთქვა, სიმართლეს, რომელიც ჩვენ მხარეს არის, ვერავინ ვერ შეეწინააღმდეგება, ვერც ერთ ათეულობით მილიონი დოლარი რაც არ უნდა ხარჯოს სააკაშვილის ოჯახმა. კითხვები უნდა დაუსვათ თქვენ, საიდან აქვს 100 მილიონზე მეტი ქონება სააკაშვილის დედას. საიდან ფინანსდება მრავალმილიონიანი ანტისახელმწიფოებრივი კამპანია, საიდან აქვთ ეს არადეკლარირებული მილიონები და რატომ ხარჯავენ სახელმწიფოს წინააღმდეგ მტრულ კამპანიაში ამ მილიონებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით ცდილობს მთელს მსოფლიოს თავს მოახვიოს ძალიან ბევრი ტყუილი.

"მინდა კითხვა დავსვა საჯაროდ - ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს სააკაშვილის თემით დაინტერესება, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროზე წინასწარ იყო ინფორმირებული. როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, კონტეინერთ შემოიპარა, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი, უკრაინაშიც უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეგაირება? არათუ გამოძიება არ დაიწყეს, დღემდე სააკაშვილი იკავებს თანამდებობას, თუ არ ვცდები მრჩეველია უკრაინის პრეზიდენტის. ასევე კიდევე ერთი ლოგიკური კითხვა მაქვს: ყოფილი მინისტრის მოადგილე ლორთქიფანიძე, რომელიც ჩართული იყო ამ გამოგზავნის ოპერაციაში, კონტრაბანდული გზით რომ შემოაპარეს, რატომ დააწინაურა უკრაინის ხელისუფლებამ კონტრდაზვერვის მოადგილედ, მას შემდეგ რაც უკრაინულ მხარეს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, მათ შორის მძღოლის აღიარება, რომელმაც უშუალოდ განახორციელა „გადაზიდვ“ა სააკაშვილის, რომ იგი იღებდა ინსტრუქციას ლორთქიფანიძისგან. არავითარი რეაგირება არ მოუხდენიათ.

გავყვეთ ქრონოლოგიურად: ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი: ეს იყო საქართველო, მაშინ როდესაც რიგი ქვეყნები პირდაპირ რუსეთის პოზიციას იჭერდნენ, უფრო მეტიც ამ ქვეყნებში დღემდე ჰყავთ ელჩი. ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ყოველგვარი ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ კონსულტაციისთვის თბილისში. მთავარი ორგანო, რომელმაც დაადგინა ჩვენი სახელმწიფოს სიმართლე, ეს არის სტრასბურგის სასამართლო და არა სააკაშვილის მიერ კორუმპირებული, მოსყიდული ესა თუ ის ევროპარლამენტარი თუ უკრაინის რადას წევრი“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში