მურმან დუმბაძის განცხადება და გამოხმაურებები

20 ივლისი 2023, 14:00 1002 ნახვა

„გიული ალასანია თავის შვილზე ისე ფიქრობს, როგორც ირინა ენუქიძე ფიქრობდა თავის შვილზე'' – ამის შესახებ „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ აჭარის მაუწყებლის ეთერში გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.

მურმან დუმბაძის ამ პარალელს შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ასევე მმართველ გუნდში. პაატა მანჯგალაძემ დუმბაძეს მადლობა გაუხადა. 

უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ კი დუმბაძის განცხადებას ამორალური უწოდა. თქვა, რომ გიული ალასანიასა ირინა ენუქიძის ერთმანეთთან შედარება წარმოუდგენელია.

მურმან დუმბაძის ამ განცხადებაზე კომენტარი თავად გიული ალასანიამაც გააკეთა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში