აჭარის მთავრობის სხდომა

20 ივლისი 2023, 15:09 791 ნახვა

ცვლილება რეგიონის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბიუჯეტი დაახლოებით 65 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 600 მილიონ ლარს აჭარბებს. მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ ბოლო ხუთი წლის სტატისტიკის მიხედვით ბიუჯეტის 74%-იანი ზრდა ფიქსირდება.    

გასულ წელთან შედარებით შემოსულობები 30%ით გაიზარდა, რაც თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ქმნის.  

 მთავრობის თავმჯდომარისთქმითვე გაზრდილია ტურისტული ნაკადი. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით სამიზნე ქვეყნებიდან,  მილიონ 200  ათასი ვიზიტი განხორციელდა. 

იზრდება ჯანდაცვის პროგრამების, ბსუ-ს, საზღვაო აკადემიისა და სპორტის დეპარტამენტის დაფინანსება.

კორექტირებული ბიუჯეტი უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.   

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში