საქართველოს და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

21 ივლისი 2023, 11:11 657 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  პორტუგალიელ კოლეგას შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიელ კოლეგასთან განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. საუბარი შეეხო ნატოს ვილნიუსის სამიტს და მის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას, როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში. მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში.

საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას და პროცესებში პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში