პრემიერ-მინისტრის შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩთან

21 ივლისი 2023, 15:00 729 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს როლანდ ბერიძეს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

როლანდ ბერიძე სხვადასხვა წელში საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში