თეა წულუკიანის შეხვედრა კინორეჟისორებთან

22 ივლისი 2023, 11:58 897 ნახვა

კულტურის მინისტრი კინოსფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. პირველი გაფართოებული შეხვედრის შედეგად სხვადასხვა კინოხელოვანის მიერ მომზადებული პროექტები განიხილეს, რომლებშიც წარმოდგენილია კინოს სფეროში მიმდინარე ცვლილებებისა და რეფორმის, არსებული პრობლემების აღმოფხვრის ხედვები და ამ საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური მიდგომები.

დისკუსიისას გამოითქვა განსხვავებული მოსაზრებები კინოცენტრის მენეჯმენტთან, ბიუჯეტის განაწილებასთან, კონკურსების ჩატარების წესთან და შეფასების კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში