ილია დარჩიაშვილის ვიზიტი პორტუგალიაში დასრულდა

22 ივლისი 2023, 12:03 694 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პორტუგალიაში ვიზიტი დაასრულა. ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, შეხვედრებზე განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში