პეტიციების განხილვა

23 თებერვალი 2017, 00:00 3414 ნახვა

რა სახელი დაერქმევა ლეხ და მარია კაჩინსკების  ქუჩის დასასრულიდან აეროპორტის გზატკეცილამდე არსებული გზის მონაკვეთი ჯერ უცნობია. ამასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის საკრებულოს განათლების,  კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე მსჯელობდნენ. კომისიამ არ განიხილა დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პეტიცია, რომლიც აღნიშნული გზის მონაკვეთზე ევროპული ქუჩის სახელის დარქმევას  ითვალისწინებდა. კომისიის წევრების ნაწილი მიიჩნევს რომ ქუჩის მონაკვეთს ქართველი გმირის სახელი უნდა დაერქვას.  კომისიამ დღის წესრიგიდან ამოიღო აჭარის მამულიშვილთა  კავშირის მიერ  ინიცირებული   საკითხი, რომელიც  ქალაქში ოსმალთა ბატონობისაგან აჭარის განთავისუფლების  და დედა სამშობლო საქართველოსთან  დაბრუნებისათვის თავდადებული გმირების  მემორიალური დაფის დადგმას ეხებოდა. უარი ეთქვა პედაგოგთა კავშირის ინიციატივას  საზოგადო მოღვაწის ვლადიმერ მოქერიას მემორიალური დაფის განთავსებას და  მოქალაქეთა კოლექტიურ განცხადებას, ხიმშიაშვილის ქუჩაზე  ტვ 12-ის ჟურნალისტის თამაზ ქობულაძის  მემორიალური დაფის განთავსების შესახებ.

ამავე კატეგორიაში