FARA-ს დოკუმენტები 

23 ივლისი 2023, 12:08 773 ნახვა

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას, რომ ის არ გასცნობია დოკუმენტებს, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი, გამოხმაურებები მოჰყვა ''ქართულ ოცნებაში''. უმრავლესობას შთაბეჭდილება რჩება, რომ კელი დეგნანმა კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ელჩმა ვაშინგტონს ობიექტური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

ცნობისთვის, ივნისის ბოლოს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე 28 გვერდიანი დოკუმენტი აიტვირთა. ირკვევა, რომ კომპანია, რომელსაც ექსპრეზიდენტის ოჯახი სოლიდური თანხის სანაცვლოდ ქირაობს, აქტიურად ავრცელებდა მათთვის სასარგებლო ინფორმაციას ევროპულ და ამერიკულ მედიაშიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში