ონკოპაციენტი ბავშვების მკურნალობა

23 ივლისი 2023, 18:08 748 ნახვა

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების უცხოეთის კლინიკებში მკურნალობისთვის განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება. შერჩეულ სამედიცინო დაწესებულებებთან კონტრაქტები უკვე გაფორმებულია.

განაცხადებს სპეციალური ბორდი განიხილავს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, ბავშვი საქართველოში იმკურნალებს, თუ უცხოეთის რომელიმე კლინიკაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს სახელმწიფო დაფინანსებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებშიც ექნება.

განაცხადის შემტანმა პირმა თან უნდა იქონიოს საკუთარი და ბავშვის პირადობის მოწმობა, ბავშვის დაბადების მოწმობის დოკუმენტი და ჯანმრთელობის ისტორია, რომელიც იქნება ინგლისურად ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში