კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ 

25 ივლისი 2023, 12:01 862 ნახვა

საქართველოს ევროპული პერსპექტივა, შესრულებული და შესასრულებელი ბრიუსელის დავალებები - კონფერენცია თემაზე "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ" უკვე 3 საათია მიმდინარეობს.

ორგანიზატორი საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფონდია. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, მმართველი გუნდი, ოპოზიციის ნაწილი და არასამთავრობო სექტორი ესწრებიან.

კონფერენციის დაწყებამდე უკვე გაკეთდა მედიასთან კომენტარები, ოპოზიცია რეკომენდაციების შესრულების ნაწილში მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, უმრავლესობა კი ამბობს, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია უკვე შესრულდა, რაც უკრაინასა და მოლდოვის მიერ რეკომენდაციების შესრულების ტემპის შესაბამისობაშია.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლით დაიწყო.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში