„ლელო საქართველოსთვის“ მიმართვა აჭარის მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს 

27 ივლისი 2023, 11:05 763 ნახვა

აჭარის მუნიციპალიტეტებში სამშობიარო ბლოკების გაუქმების საკითხზე ''ლელო საქართველოსთვის'' სპეციალური ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრები მთავრობას და ევექსის საავადმყოფოს მენეჯმენტს სთხოვენ დროულად აღადგინონ მაღალმთიანეთის საავადმყოფოებში სამეანო განყოფილებები.

მათი განცხადებით, მას შემდეგ, რაც მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები მართვაში გადავიდა „ევექსის“ დაქვემდებარებაში, შუახევსა და ხულოში გაუქმდა სამშობიარო ბლოკები.

აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში შესაბამისი მომსახურების არ არსებობის გამო, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე ექმნებათ პაციენტებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში