ხულოს ბიუჯეტი გაიზარდა

28 ივლისი 2023, 14:44 885 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მილიონ შვიდასი ათასი ლარით გაიზარდა და  ჯამში 25 მილიონს  გადააჭარბა. გაზრდილი  ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს. 

საკითხს მხარი ენმ-ს წევრმაც დაუჭირა, თუმცა ოპოზიციას შენიშვნები ჰქონდა  ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ პრობლემებზე.  

საუბარია ხულოს  კლინიკაში კონკრეტული მომსახურებისა და  სპეციალისტების არარსებობით გამოწვეულ ხარვეზებზე.  ხულოს მერმა საკითხთან დაკავშირებით ზოგადი კომენტარი გააკეთა, მისი ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან, ასევე ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მუშაობენ, რათა პრობლემა დროულად აღმოიფხვრას.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში