საკრუიზო ლაინერის საქართველოში შემოსვლა და პოლიტიკური შეფასებები

28 ივლისი 2023, 14:08 695 ნახვა

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. 

''ქართული ოცნების'' თავმჯდომარისთვის ბათუმში გუშინ საკრუიზო გემის საპროტესტო აქცია ქაჯობაა. ირაკლი კობახიძის აზრით,  სწორედ მსგავსი ქმედებების შედეგი იყო მათ შორის  რუსეთის მხრიდან საქართველოში განხორციელებული ყველა აგრესია.

კობახიძეს ოპოზიციაში უპასუხეს, სადაც ფიქრობენ, რომ  ამ განცხადებით მან საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა.  

საკრუიზო ლაინერი ''ასტორია გრანდე'' ბათუმში გუშინ დილის 5 საათზე შემოვიდა, რასაც მოქალაქეების გაღიზიანება და საღამოს უკვე საპროტესტო აქცია მოჰყვა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში