როინ შავაძის მკვლელობის საქმე

28 ივლისი 2023, 19:50 1030 ნახვა

აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია რვა პირი,  ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს  საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. ვინ არიან დაკავებულები საქმეზე, რომელიც 15 წლის წინ მოხდა - თემის დეტალები, მარიამ ურუშაძის რეპორტაჟში

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში