შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

29 ივლისი 2023, 11:10 565 ნახვა

თავდაცვის სამინისტროში მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტის ცალკეულ ჩანაწერთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში, ომის დროს, რეგისტრირებული იარაღის დროებით ამოღების ნორმის შესახებ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია.

აქედან გამომდინარე, თავდაცვის უწყებამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოხალისეობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრა გაემართა და მათთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა.

კოდექსზე მომუშავე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა სტუმრებს განუმარტეს, რომ კანონპროექტში შეტანილი ცვლილებებით, პირიქით, ძლიერდება ტოტალური თავდაცვის პრინციპი, რაც გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობის უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვაში.

შესაბამისად, ცვლილებები ითვალისწინებს უფრო მეტი მოქალაქის მომზადებას, შესაძლებლობების მიცემას და გაწვრთნას ქვეყნის თავდაცვისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში