სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - შეფასებები

29 ივლისი 2023, 17:44 800 ნახვა

როგორ ასრულებს საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს? - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის გარეშემო პოლიტიკური შეფასებები გრძელდება.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი მიესალმება იმ ფაქტს, რომ როგორც ეროვნული ასევე საფინანსო ინსტიტუტები ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ  რუსეთისთვის დაწესებული სანქციებს სრულად იცავენ.

ოპოზიციურ სპექტრში ფიქრობენ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ეს შეფასება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით დამატებითი ქულა იქნება.

მმართველი გუნდი კი ანგარიშს მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკა სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში