მემორანდუმი სიჩუანის პროვინციასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის 

30 ივლისი 2023, 12:05 813 ნახვა

საქართველოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და სიჩუანის გუბერნატორმა, ჰუან ციანმა მოაწერეს.

ხაზი გაესვა ავტონომიური რესპუბლიკის მზარდ ტურისტულ პოტენციალს, რეგიონის ბიზნეს შესაძლებლობებს და აჭარის საკვანძო სატრანზიტო მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში