პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

30 ივლისი 2023, 15:05 851 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა.

მხარეებმა თანამშრომლობის ახალი მიმართულებები მიმოიხილეს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და მწვანე და განახლებადი ენერგიების სფეროების მიმართულებით.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე სასურველი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად.

მთვარობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ძინ ლიქუნს ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა, სწორი პოლიტიკის შედეგად, ქვეყანას ბოლო 2 წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, მიღწეული მაჩვენებლები კი, ისტორიულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში