პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტი გაიხსნა

30 ივლისი 2023, 15:02 850 ნახვა

პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურა გაიხსნა, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები ესწრებოდნენ, პრემიერ-მინისტრი კი სიტყვით გამოვიდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსთაველის ძეგლის განთავსება საუნივერსიტეტო სივრცეში საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულების დადასტურებაა.

ასევე, მთავრობის მეთაურის თქმით, რომ საქართველო მზადაა ჩინეთთან განათლების სფეროში კავშირები გააღრმაოს.

საქართველოს მთავრობამ ვიზიტისას ხელი მოაწერა მემორანდუმს, რაც საქართველოს სკოლებში ჩინური ენის სწავლებას ითვალისწინებს. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში