„ასტორია გრანდე“ ბათუმში - საპროტესტო აქციაზე 23 პირია დაკავებული

31 ივლისი 2023, 15:08 1254 ნახვა

''ასტორია გრანდეს'' მეორედ შემოსვლა ისევ ბათუმის პორტში ისევ პროტესტის ფონზე. ბათუმის პორტთან საპროტესტო აქცია გრძელდება, თუმცა ამ წუთებში შედარებით მშვიდი ვითარებაა. მოქალაქეები არ აპირებენ დაშლას და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას. მანამდე კი მოქალაქეებმა ყველა ხერხი და რესურსი გამოიყენეს იმისთვის, რომ საკრუიზო ლაინერ ,,ასტორია გრანდეზე“ მყოფ ოკუპანტი ქვეყნის ტურისტებს გაეგონათ, რომ საქართველოში მათ ჩამოსვლას არ მიესალმებიან და არ უხარიათ.   

ნავსადგურში მივიდნენ ტრანსფარანტებითა და კონკრეტული გზავნილებით, ესროლეს კვერცხები. გემიდან ხმელეთზე გადმოსვლა და პორტის ტერიტორიის დატოვება კი პოლიციის კორდონის საშუალებით შეძლეს.  საკრუიზო კომპანიამ კი ხალხის ძალის დემონსტრაციის შემდეგ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. არადა ბათუმის პორტში თვეში ორჯერ უნდა  შემოსულიყო.    

,,რუსეთი მტერია და არა სტუმარი“ - უკვე დაიგეგმა ამ გზავნილით აქცია როგორც ბათუმში ისე თბილისში. 

''ასტორია გრანდე'' ტრადიციულად დაგეგმილ დროს შემოდის ბათუმის პორტში, თუმცა ახლა საინტერესოა, ისევ დაგეგმილზე ადრე მოუწევს თუ არა ნავსადგურის დატოვება, როგორც ეს 27 ივლისს იყო. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში