თორნიკე რიჟვაძე - მომავალი წელი კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება ჩვენი პარტიისთვის, ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული და ასევე ის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა სიმულიანტ და ლაჩარ სააკაშვილს და მის პარტიას რა თქმა უნდა იქნება ძალაში და არ გადაიხედება

01 აგვისტო 2023, 21:36 1089 ნახვა

,,მორბენალი ხაბეიშვილის და ჭიჭე ვაშაძის გაერთიანება მახსენებს მკვდარზე ვენოკიო, მეტს არაფერს, რაც შეეხება სხვა პარტიებს, რეალურად ჩვენ არ გვყავს ღირსეული და ქვეყნის კეთილდღეობაზე მოფიქრალი ოპოზიცია, სამწუხაროდ. ყველა არის განაყოფები კოლექტიური ნაცმოძრაობის, თუ აქამდე სრულიად ვიყავი დარწმუნებული მე და ჩვენი გუნდი, რომ 2024 წლის არჩევნებში ზედმეტი გამოწვევების გარეშე გავიმარჯვებდით არჩევნებში, ახლა უკვე დავრწმუნდი, რომ შემდეგი 10 წლის განმავლობაში, მმართველ პარტიას, ჩვენს გუნდს მოუწევს ამ ქვეყნის მართვა, რაც ერთის მხრივ არის იმ შედეგების დამსახურება, რომელიც აქვს მთლიანად მთავრობას, იმ სახელისუფლებო გუნდს, მშვიდობის შენარჩუნება და ის ეკონომიკური წარმატებები, ასევე მოსახლეობაზე უანგაროდ, გულწრფელად ზრუნვა, ის რომ ქვეყანაში არ არის არც ერთი ადამიანის უფლებები შელახული, რა თქმა უნდა ეს გვაძლევს მანდატს, რომ შემდეგ წლებშიც შემდეგ არჩევნებშიც გავიმარჯვებთ და გავაგრძელებთ ქვეყნის მართვას“ - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

,,ძალიან კარგად ხედავს ჩვენი მოსახლეობა თუ 2012 წელს რამდენად დიდი საფრთხე იქნა განეიტრალებული, კოლექტიური ნაც მოძრაობის სახით ქვეყანაში, ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი მორალი, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პრინციპი, მათ შორის ერთმანეთთან რა დამოკიდებულებაც აქვთ ესეც კარგად აჩვენეს და რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასიც არ აქვს, შესაბამისად, ძალიან კარგი დასკვნები უკვე გამოტანილია დარწმუნებული ვარ ყველას მხრიდან. მომავალი წელი კიდევ ერთი გამარჯვების წელი იქნება, ჩვენი პარტიისთვის, ამაში ბოლომდე ვარ დარწმუნებული და ასევე ის განაჩენი, რომელიც ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი ხანია გამოუტანა სიმულიანტ და ლაჩარ სააკაშვილს და მის პარტიას რა თქმა უნდა იქნება ძალაში და არ გადაიხედება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში