ბათუმელებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სეზონის წარმატებით ჩატარება, რომ ემოციებით, ცრუ და ყალბი კამპანიებით ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება, მისასალმებელია, რომ საზოგადოება ერთიანია ამ საკითხთან დაკავშირებით - თორნიკე რიჟვაძე

01 აგვისტო 2023, 22:06 1193 ნახვა

,,ის, რაც გუშინ ხდებოდა ჩვენს ქალაქში, საბედნიეროდ ეს იყო კიდევ ერთი მორიგი აქცია კოლექტიური ნაც-მოძრაობის. დაახლოებით 150-160 კაცი აპროტესტებდა ტურისტების შემოსვლას ბათუმში და სრული დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ აქედან 90% წარმოადგენდა ნაც.მოძრაობას და მათ დანაყოფ პარტიებს. ხალხი, რომლებიც დროთა განმავლობაში პარტია დროა, ნაც.მოძრაობის, მათ შორის რუსეთის წიაღში გამოზრდილი კონკრეტული სუბიექტები აპროტესტებდნენ რუსი ტურისტები შემოსვლას ჩვენს ქალაქში. ასევე, მინდა შეკითხვა დავსვა: რა განსხვავებაა იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ჩვეულებრივ შემოდიან საკრუიზო ლაინერით და იმ ტურისტებს შორის, რომლებიც შესაძლოა შემოდიოდნენ ლარსიდან, სხვადასხვა საზღვრიდან, ან თვითმფრინავით ჩამოდიან ჩვენ ქალაქში ან საქართველოს ტერიტორიაზე“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში საკრუიზო გემის ბათუმში შესვლასთან დაკავშრებით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

,,ეს ყველაფერი მიზანმიმართული კამპანიაა, რომ ის მიმდინარე, წარმატებული ტურისტული სეზონი, რაც ასე უკლავს გულს ჩვენს მტრებს, როგორმე დააზიანონ. ის კამპანია, რაც ვნახეთ თვეების განმავლობაში, რომელსაც ასე პედალირებდნენ არაკეთილმოსურნეები, რაც შეეხებოდა ზღვის წყლის ხარისხს. მინდა ვთქვა, რომ 10 დღეში ერთხელ პირადად ვაკონტროლებთ ზღვის წყლის ხარისხს, რომ დამატებით სპეკულაციების საშუალება არ მივცეთ ამ მტრულად განწყობილ ძალებს. მინდა ყველას შევახსენო, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, რომელმაც უდიდესი ზიანი მოუტანა ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ გმირ ოჯახებს, სწორედ ამის შემდეგ, ლაჩარი სააკაშვილი აგრძელებდა რუსების მოპატიჟებას, ომის წლისთავზე. სწორედ ის აპირებდა ქართული დღეების გამართვას და კამპანიების წარმოებას ამ მიმართულებით. სწორედ ამ ადამიანის მმართველობის დროს მოხდა, რომ უვიზო რეჟიმი შეიცვალა ცალმხრივად და ასევე, ძალიან კარგად გვახსოვს ის კადრები, როცა ლარსზე პირადად ხვდებოდა და პირადად ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში. ე.წ. ოპოზიციის, ხალხის მტრების, არის ის, რომ როგორმე ჩავარდეს სეზონი. ეს პირველ რიგში დაარტყამს ჩვენს მოსახლეობას, მათ ეკონომიკურ მდგომარეობას და მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ ხალხი კიდევ უფრო მეტად გააღარიბონ, შეუმცირონ შემოსავლები, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ და მერე უკვე გამოიყენონ ხალხის სოციალური უკმაყოფილება. ეს ჩვენ ძალიან კარგად გვესმის. მინდა გუშინდელ დღესთან დაკავშირებით საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავებს, როგორც პოლიციას, ასევე სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურს. მათ უზრუნველყვეს, რომ აღკვეთილიყო ყველა ის პროვოკაცია, რასაც გეგმავდა კოლექტიური ნაც. მოძრაობა და რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი. ბათუმელებს ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სეზონის წარმატებით ჩატარება და ასევე ძალიან კარგად იციან, რომ ემოციებით, ცრუ და ყალბი კამპანიებით ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება, ჩვენს ქვეყანაში არ იქნება სტაბილურობა. მისასალმებელია, რომ ერთიანია საზოგადოების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“ - აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში