უსაფრთხოების სამსახურის რვა წელი

03 აგვისტო 2023, 18:10 1048 ნახვა

მჯერა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას. ჩვენი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მთავარი საზრუნავი არის სწორედ ეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში