შოვის ტრაგედია უცხოურ მედიაში

04 აგვისტო 2023, 20:39 1589 ნახვა

შოვში განვითარებული ტრაგედიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა უცხოურ მედიაშიც. სომხურ მედიაში პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სამძიმარი ვრცელდება. „ძალიან შოკირებული ვარ რაჭის რეგიონში მომხდარი დამანგრეველი სტიქიის გამო. ხალხისა და მთავრობის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და მოძმე ქართველებს გამძლეობას ვუსურვებთ“ - აღნიშნულია ნიკოლ ფაშინიანის განცხადებაში. სტიქიის ზონის ვიდეო კადრები გაავრცელა სააგენტოებმა „როიტერსმა“ და „გარდიანმა“. ასევე გავრცელდა სტატია თურქულ მედიაში, „ანადოლუ აჯენსი“ დღე-ღამის განმავლობაში განვითარებული მოვლენების შესახებ სტატიასაც აქვეყნებს.  შოვსი განვითარებულ მოვლენებს აშუქებს ევრონიუსიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში