წყლის დონის ვერანაირი ცვლილება წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს - მდინარაძე

06 აგვისტო 2023, 12:17 1019 ნახვა

არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, მტკივნეულია იმის გააზრება, რომ ხელისუფლებას კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციასთან უწევს ბრძოლა -ამის შესახებ ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა.აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ხელისუფლებას ხან კომუნისტების დროს აგებული კოტეჯების მშენებლობის ნებართვის გაცემა დააბრალეს, ხან ვერტმფრენის თემით შეეცადნენ სიცრუის გავრცელებას. მისი განცხადებით, აღნიშნული დეზინფორმაციებით, რადიკალური ოპოზიცია სტიქიის შედეგებით სარგებლობის მიღებას ცდილობს. მდინარაძემ ასევე განმარტა, რომ ქვეყანაში არსებობს 200-მდე სადგური, რომელიც წყლის დონის მონიტორინგს ახორციელებს და წყალმზომებმა ვერ დააფიქსირეს წყლის დონის ცვლილება. მან დეზინფორმაცია უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ რომ მოხდა წყლის დაგუბება, ვინაიდან მონიტორინგის შესაბამის სისტემას არც ეს ფაქტი დაუფიქსირებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში