ამერიკელი კონგრესმენების ვიზიტი

25 თებერვალი 2017, 00:00 1851 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს პარლამენტში. კი დემოკრატი და რესპუბლიკელი კონგრესმენები პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. უცხოელი სტუმრების ვიზიტის მიზანი საქართველოსთან საპარლამენტო საქმიანობის გაძლიერებაა. შეხვედრებზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამერიკელმა კონგრესმენებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს მისწრაფებების მიმართ და ხაზი გაუსვეს ქართველი მებრძოლების წვლილს ავღანეთის მისიებში. კონგრესმენები ოპოზიციონერ დეპუტატებს შეხვდნენ. დღესვე, გაიმართება შეხვედრა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.

ამავე კატეგორიაში