საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

07 აგვისტო 2023, 11:49 1287 ნახვა

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები აქ სიახლეებს დიგიტალურ ქართველოლოგიაში გაეცნობიან. შეისწავლიან ახალი ტექნოლოგიების მიღწევებსა და მეცნიერების მიღწევებს. 11 აგვისტომდე ლექციებს ქართველ მეცნიერებთან ერთად  გერმანელი ექსპერტები წაიკითხავენ. საზაფხულო სკოლა ბსუ-ში ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია თანამშრომლობის ფარგლებში გაიხსნა. პროექტი „უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა და მასში 30 სტუდენტი მონაწილეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში