პოლიტიკოსების ქეიფი გლოვის დღეების ფონზე

07 აგვისტო 2023, 14:50 1493 ნახვა

რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე ლხინის სუფრები მუსიკის თანხლებით. გლოვის დღეების გამო გაუქმებული ღონისძიებების მიუხედავად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წევრები რესტორნებში ქეიფობენ. შვილიშვილის ნათლობას რესტორან მეგრულ-ლაზურში ადასტურებს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ანთაძე, თუმცა ქართულ ოცნებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. რესტორნის ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს. გავრცელდა ასევე კადრები, სადაც მარტვილის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ქართული ოცნებიდან რესტორან „პლაზაში“ კოლეგის იუბილეს აღნიშნავენ, თუმცა ფაქტს ადრესატები არ ადასტურებენ, წვეულებას ადასტურებს თავად ობიექტის წარმომადგენელი, თუმცა დეტალებზე საუბარი არ სურს. სამარცხვინოა ქვეყანაში გლოვის დღეების ფონზე ქეიფის შესახებ კითხვების დასმა ლევან ხაბეიშვილისთვის.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში