რატომ დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი?

25 თებერვალი 2017, 00:00 2749 ნახვა

ხელვაჩაურის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის თქმით, საპატრულო პოლიციამ პირი დააკავა, რომელიც პოლიციის მიერ ჯარიმების გამოწერას აპროტესტებდა. თვითმხილველის ინფორმაციით პოლიციამ მოქალაქე ორჯერ გააფრთხილა ეკიპაჟის მანქანას 3 მეტრის რადიუსში არ მიახლოვებოდა, რასაც ახალგაზრდა მამაკაცი არ დაემორჩილა, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, რის შემდეგაც იგი დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ რომ პოლიციელები აგრესიულები იყვნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე  ეკიპაჟს ხელს უშლიდა მუშაობაში, შესაბამისად პოლიციამ იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

ამავე კატეგორიაში