სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი, საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა - პაპუაშვილი

09 აგვისტო 2023, 11:51 964 ნახვა

სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება, იყოს ერთადერთი, რომ საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არის უკრაინა და მოლდოვა, თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს, თუ მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება.

„ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებსა და შეფასებებზე, რომელიც თავად ევროკომისიამ წელს წარმოადგინა. რაც შეეხება უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობას, ეს რა თქმა უნდა არსებობს. შარშან, ივნისში ვნახეთ ასეთი გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა და საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს მიეცათ სტატუსი. იმედი მაქვს, ახლა იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება. ერთადერთი სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება, იმავე დონეზე დაყენება საქართველოში, სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. სხვა შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ უსამართლო გადაწყვეტილების რა დონე შეიძლება, არსებობდეს.

ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპულ საბჭოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს არის ერთადერთი მოლოდინი. არ შეიძლება, ასე საწუწუნოდ გაუხადონ ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის. არ შეიძლება ასეთი უსამართლობა ხალხის მიმართ, რომ საწუწუნო გაუხადონ კანდიდატის სტატუსი, რომელიც თავისი არსით არის მნიშვნელოვანი, მაგრამ შინაარსობრივად ეს ჯერ არ არის ის, რაც საბოლოო ჯამში გვინდა, ვგულისხმობ, მოლაპარაკებების დაწყებას და საბოლოოდ წევრობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში