პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი

09 აგვისტო 2023, 14:50 1094 ნახვა

“სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან, ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.  შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას შეჯამების სახით, მისი თქმით, ცხრა ყალბი ნარატივი წარუდგინა. თითქოს სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, თითქოს ბოლო წლებში მოხდა მდ. ბუბისწყლის კალაპოტის შეცვლა,      თითქოს მძიმე შედეგების მიზეზი კოტეჯების აშენებაზე გაცემული ნებართვები და ტყის უკანონო ჭრაა, თითქოს მდინარე ბუბისწყალში ორი დღე წყლის დონე დაკლებული იყო,   ვერტმფრენებთან დაკავშირებული საკითხი, ახსენა კახა კალაძის წინააღმდეგ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანია,  თითქოს დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენდა, სოციალურ ქსელში ხელისუფლების წარმომადგენლების ყალბი ციტატების გავრცელება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში