კოტეჯების მშენებლობა ორთაბათუმში - ენმ-ის ბრალდებები

09 აგვისტო 2023, 14:51 1408 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას კორუფციასა და უკანონო მშენებლობაში ადანაშაულებს. მიშა ბოლქვაძე ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან განთავსებულ ხის კოტეჯების დემონტაჟს ითხოვს. ირწმუნება, რომ მდინარის პირას სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს და კომპანიას მხოლოდ კოტეჯების ნაწილზე ჰქონდა მშენებლობის ნებართვა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მდინარეს მშენებლობის დროს კალაპოტიც შეუცვალეს და სამომავლოდ ტერიტორიის დატბორვის რისკზე საუბრობენ, ვინაიდან მათი ინფორმაციით,  მდინარე ყოველი გაწვიმების დროს დიდდება და გასულ წლებში აღნიშნული ტერიტორია არაერთხელ დატბორილა. ოპოზიცია პროკურატურას მიმართვას და დროულ გამოძიებას ითხოვს. ორთაბათუმში, მდინარის პირას კოტეჯების მშენებლობა 2020-2021 წლებში დაიწყო და სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიას კომენტარი არ  გაუკეთებია.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში