გამოცდების აპელაციის ვადა იწურება

10 აგვისტო 2023, 11:47 858 ნახვა

დღეს აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრების ვადა ეწურებათ.  სააპელაციო განაცხადების მიღება 18:00 საათამდეა  შესაძლებელი. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად. აბიტურიენტს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, სააპელაციო განაცხადის მიღებამდე ყურადღებით გაეცნონ შეფასების კრიტერიუმებს. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი. ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში