სამშენებლო სამუშაოები რიკოთზე

10 აგვისტო 2023, 17:57 1092 ნახვა

პარტია ლელო რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს ითხოვს, საუბრობს არსებულ საფრთხეებზე და საერთაშორისო  ორგანიზაციებს მიმართავს, შეისწავლონ  სამუშაოები  და არსებული რისკები. ირაკლი კუპრაძის  განცხადებით, საქართველოში მონიტორინგის და პრევენციის მექანიზმები  არ არსებობს და ქართული ოცნების პირობებში ქვეყანა  ტრაგედიებიდან ტრაგედიებამდე  ცხოვრობს, საფრთხის შემცველი ლოკაცია კი არაერთია.ლელოს ბრალდებებს უპასუხა ქვეყნის მთავარმა კანონმდებელმა, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ოპოზიციური პარტიები ვერ ხვდებიან დროს, მომენტს, თემას, რომელზეც მათ უნდა ისაუბრონ - მისივე თქმით, პარტია „ლელოს“ პარლამენტში ჰყავს წარმომადგენლობა, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღონ. ლელოს ბრიფინგს ასევე პასუხობს საავტომობილო გზების დეპარტამენტიც, სადაც აცხადებენ რომ ლელოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია საფრთხეებთან დაკავშირებით არ შეესაბამება რეალობას

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში