სტიქიის ზონაში ყველა სამსახური მაქსიმალურს აკეთებს, ჩამოშლილი მიწის მასის თითქმის 60 პროცენტი უკვე შემოწმებულია, შემდეგ გადავალთ ლოკალურ სამუშაოებზე - ვახტანგ გომელაური

13 აგვისტო 2023, 17:38 949 ნახვა

პირველ რიგში, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დაღუპულთა ოჯახების მიმართ. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 24 ადამიანი ვნახეთ გარდაცვლილი, ცხრა ადამიანს ვეძებთ ისევ, დაკარგულად ითვლებიან, სამაშველო სამსახური ჩართულია პირველივე საათებიდან, ასევე ადგილობრივი პოლიცია, თავდაცვის სამინისტრო ჩაერთო მალევე ბატონი პრემიერის დავალებით, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში განაცხადა.

„ტექნიკა მუშაობს, მიდის სამაშველო სამუშაოები. მაქსიმალურს აკეთებენ, რაც შეიძლებოდა ამ უმოკლეს დროში გაკეთებულიყო, ასევე ავიაციაც ჩართული იყო პირველივე დღეებში. თითქმის 60% ჩამოშლილი მიწის მასა რაც არის, უკვე შემოწმებულია, დასულია პირველადი დონე რაც იყო იქამდე. რამდენიმე დღე დასჭირდებათ ალბათ კიდევ, რომ მთლიანი მასა გადამუშავდეს, გადავალთ მერე ალბათ უკვე ლოკალურ სამუშაოებზე. ასევე, მდინარის 50 კილომეტრ მონაკვეთს, ამბროლაურამდე ამუშავებენ, კონტროლდება და ალბათ მერე უკვე დაბლაც უნდა ჩამოვუყვეთ რიონს, შეიძლება, რიონს ქვემოთაც წამოიღო ვინმე“, – განაცხადა გომელაურმა სტიქიის ზონაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში