შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი - შალვა პაპუაშვილი

14 აგვისტო 2023, 21:55 876 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვთ სხვა ბერკეტები, მათ შორის, უფრო სწრაფი და ეფექტური. შალვა პაპუაშვილის განმარტებით,  რამდენადაც აქვს ინფორმაცია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს.

„ეს არის ის ფორმა, რომლითაც შეუძლიათ, ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი კითხვებზე, თუ რაიმე კითხვა აქვთ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს იქნებოდა ტრაგედიის ფონზე პოლიტიკური შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა. მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვისვე იქნებოდა დამაზიანებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში