ხელვაჩაურის ბიუჯეტი იზრდება

15 აგვისტო 2023, 14:48 955 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იზრდება. აჭარის მთავრობის მიერ ტრანსფერით სამ მილიონ ლარზე მეტი გადაეცა ხელვაჩაურს. ნამატი თანხები ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

ბიუჯეტის ზრდას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ, რომელთა განცხადებითაც მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ არის პროექტი მომზადებული.

ხელვაჩაურის მერისა და უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციამ არ მიიღო მონაწილეობა ბიუჯეტის ცვლილებების განხილვაში და არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე მდინარე ყოროლისთავის კალაპოტში მშენებარე კოტეჯების კანონიერების საკითხზეც დასვა ოპოზიციამ კითხვა.

ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძის განცხადებით, მშენებლებს კანონის მოთხოვნის შესაბამისად ნებართვა აქვთ გაცემული.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში