სერგო ჩიხლაძე - მთავარი ბერკეტი მაინც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაა

16 აგვისტო 2023, 14:18 744 ნახვა

მინდა მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მივმართო, სირცხვილია ყველაფრის „გაპრავება“. ამორალურია, როცა გამოძიების მაგივრად სცემთ საზოგადოებას პასუხებს და გამოძიებაზე საერთოდ არაფერს ლაპარაკობთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მან საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, რაჭაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს.

მისივე შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, თითქოს სტიქიასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს, „საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში