ვინმემ რომ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს იქნება უარი, ამიტომ მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება - ირაკლი კობახიძე

16 აგვისტო 2023, 19:16 705 ნახვა

ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.

„პირადად ჩემთვის, ეს მიდგომა მიუღებელია. ჩვენ შეიძლება, იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც. მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული. ჩვენ რომ ვინმემ გვითხრას, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატო-ში, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი იქნება კატეგორიული და ეს პასუხი იქნება უარი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში