„ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა და შეფასებები

18 აგვისტო 2023, 12:04 799 ნახვა

''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ'' საკანონმდებლო ორგანოში შეიტანა  წერილი, რომლითაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დაბარება მოითხოვა. მთავარი თემა რაჭაში განვითარებული სტიქიური უბედურებაა.

დეპუტატებს კითხვები აქვთ გომელაურთან ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით, ასევე, იმასთან დაკავშირებით თუ  რა გახდა სამაშველო ოპერაციების დაგვიანების მიზეზი.

სახელისუფლებო გუნდი წინააღმდეგი არ არის შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციით დაბარებაზე, თუმცა აცხადებენ რომ საზოგადოებას ყველა მთავარ კითხვებზე პასუხები უკვე აქვს.

მინისტრს საშემოდგომო სესიაზე მოუსმენენ.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში