აჭარის მთავრობის სხდომა

24 აგვისტო 2023, 12:08 875 ნახვა

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ მიზნობრივი პროგრამის - "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" შესახებ ისაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ათზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, შემდეგ თვეებში ეს რაოდენობა, კერძო სექტორის ჩართულობით გაორმაგდება და 2 წლის განმავლობაში, უსაფრთხო საცხოვრებელი საცხოვრისით სრულად 3 000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში