სახლების გარე ფასადების რეაბილიტაცია ქობულეთში

26 აგვისტო 2023, 10:58 733 ნახვა

ქობულეთში დავით აღმაშენებლის გამზირზე,  სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მრავალბინიანი 5  საცხოვრებელი კორპუსის ფასადის რეაბილიტაციისთვის ქობულეთის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტისთვის აჭარის  ბიუჯეტიდან 782 ათასი ლარია გამოყოფილი.

როგორც ქობულეთის მერის პირველი მოადგილე ამბობს, შენობების ფასადის რეაბილოტაციის ფარგლებში იცვლება შენობების გარე დიზაინიც, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება და სხვადასხვა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციასც მოიცავს მომავალში.

სამუშაოები 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში