საკონსტიტუციო   ცვლილებები

28 თებერვალი 2017, 00:00 3569 ნახვა

საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება. ჯგუფის წევრები ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებს განიხილავენ. საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას საარჩევნო კოდექსის შეცვლით დაინტერესებას ურჩევს. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მეორეხარისხოვანი თემები განიხილოს. ”ევროპული საქართველოში”  კი აცხადებენ, რომ იგეგმება პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა.  პარლემენტის თავმჯდომარე კი  ამბობს, რომ ყველა შემოთავაზების ასახვა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში, ვერ მოხერხდება.  როგორც კობახიძემ აღნიშნა, შემოთავაზებები, რომელიც სამუშაო ჯგუფში შევიდა, საკმაოდ ბევრია და ამიტომ სარედაქციო ჯგუფს მოუწია ამ შემოთავაზებების გადამუშავება.

ამავე კატეგორიაში