რეზო ხარაზი პრემიერ-მინისტრს კორუფციაში ადანაშაულებს 

30 აგვისტო 2023, 14:08 639 ნახვა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და კორუფციაში ადანაშაულებს პრემიერ-მინისტრს ''ნაციონალური მოძრაობის'' დეპუტატი რეზო ხარაზი. 

აცხადებს, რომ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში ბათუმისთვის გამოცხადდა 200 მილიონიანი ტენდერი, თუმცა მისი მტკიცებით თანხა კონკრეტულად რა სამუშაოებზე დაიხარჯება მითითებული არ არის.  

ენმ-ში ფიქრობენ, რომ ეს გაურკვეველი პროექტია და განწირულია კორუფციისთვის, ისევე როგორც სხვა პროექტები და ასახელებს ფრიდონ ხალვაშის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც ხარაზის განცხადებით მაისში უნდა დასრულებულიყო  თუმცა ქუჩა ჯერ  ისევ მოუწესრიგებელია.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში