27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდება

30 აგვისტო 2023, 17:59 966 ნახვა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ოქტომბერს მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალი ინიციატივის თანახმად, საზოგადოებაში პედაგოგების როლის ხაზგასმის, მათი დაფასებისა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობის ასამაღლებლად ყოველი წლის 27 ოქტომბერს ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება მასწავლებლის ეროვნული დღე. თემასთან დაკავშირებით სიმონ შანავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში