სამთო სათხილამურო თასის  გათამაშება

28 თებერვალი 2017, 00:00 3455 ნახვა

გოდერძის უღელტეხილზე 2016-2017 წლების საქართველოს თასის გათამაშების მესამე ეტაპი გაიმართა.  სამთო-სათხილამურო სპორტში გამარჯვებულები ექვს ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდნენ. სლალომში გუდაურის, მესტიის, ბაკურიანის, თბილისის და აჭარის გუნდები მონაწილეობდნენ. გამარჯვებულები მეოთხე და მეხუთე ეტაპზე გააგრძელებენ მონაწილეობას. მომდევნო ორი ეტაპი გუდაურში გაიმართება  და საერთო შედეგების მიხედვით, საქართველოს ჩემპიონები და პრიზიორები გამოვლინდებიან.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში