სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

31 აგვისტო 2023, 14:33 604 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.

შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილმა თავდაპირველად სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, თუმცა მოგვიანებით ფოტო წაიშალა. აღნიშნული ფოტო ამჟამად მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ინსტაგრამზე იძებნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება.

მოგვიანებით, მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტის საკითხზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ როგორც გერმანიაში, ასევე კიდევ 9 ქვეყანაში ვიზიტზე სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი. მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში