საკრებულოს სხდომა ქობულეთში

31 აგვისტო 2023, 14:18 893 ნახვა

ქობულეთის საკრებულოზე დღის წესრიგით 9 საკითხი განიხილეს. დამტკიცდა მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთზე საკურორტო საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის დეტალური გეგმა, რომლის პირობებში ინვესტორს ვალდებულება ექნება ხელშეკრულებით კომპლექსის მშენებლობასთან ერთად 5 სოციალური სახლი ააშენოს.  

ასევე, არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყისი საპრივატიზაციო და საწყისი წლიური საიჯარო საფასური განისაზღვრა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში